Wednesday, July 11, 2018


სსიპ ქალაქ ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის დირექტორს,
ბატონ თეიმურაზ ქურციკიძეს,ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელ სკოლების სარანტო დაფინანსების პროგრამა ,,თავისუფალი გაკვეთილები“
პროექტის–,,გარემოს დაცვა“ განმხორციელებელი მაგული ბიწაძის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
            მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ თავისუფალი გაკვეთილების პროექტზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა „გარემოს დაცვა“, რომლის განხორციელება დავიწყე 2017 წლის სექტემბრიდან.
            თავისუფალი გაკვეთილები დაგეგმილი მქონდა და ჩავატარე შემდეგი განრიგით:
   1.      22.09 თემა - შესავალი
   2.      23.09 რადიაცია და მისი გავლენა  ადამიანის ორგანიზმზე
   3.      29.09 კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის გამოსხივების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
   4.    30.09 შავი ზღვის ნაპირი. შავი ზღვის გოგირდ წყალბადი.
   5.      06.10 ნავთობი და ეკოლოგია
   6.      13.10 ვადაგასული ბატარეებისა და აკუმულატორების უტილიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული მეთოდები.
   7.      20.10 ეკოლოგიური სახლი
   8.      21.10 ეროზია. ეროზიის ბრძოლის ოპტიმალური მეთოდები
   9.      27.10 ტყის ხანძრები და ეკოლოგია
  10.  28.10 პლასმასის ბოთლი
  11.  03.11 ეკოსაწარმო
  12.  04.11 ნაგავსაყრელები
  13.  10.11 ტურიზმი და ეკოლოგია
  14.  11.11 მჟავე წყლები და მათი გავლენა ცოცხალ ორგანიზმზე
  15.  17.11 პესტიციდები
  16.  18.11 გენური ინჟინერია და საკვები
  17.  24.11 ბიოგაზი და ეკოლოგია
  18.  25.11 მსოფლიო ენერგეტიკა და აესი
  19.  01.12 კურსის შეჯამება
  20.  03.12 ექსკურსია ჭიათურის მაღაროს ღია კარიერზე
ჩატარებული გაკვეთილები მოსწავლეებისათვის საინტერესო და შინაარსიანი იყო. ისინი ინტერესით ეცნობოდნენ და მსჯელობდნენ ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს დაცვით ღონისძიებებზე. განიხილავდნენ უსაფრთხოების წესებს რადიაციული გამოსხივებისაგან დასაცავად. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით იმართებოდა დისკუსიები დებატები სადაც მოსწავლეები პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს და თანამშრომლობდნენ ამავე დროს ერთმანეთთან.
თავისუფალი გაკვეთილების მიმართ მოსწავლეთა დიდმა ინტერესმა საშუალება მომცა გავაკეთო დასკვნა იმისა, რომ აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას და მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყო ხელი. თავისუფალი გაკვეთილები არ ითვალისწინებს საშინაო დავალების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალება მისცა. ბოლო გაკვეთილი დაეთმო ექსკურსიას ქალაქ ჭიათურაში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს მდინარე ყვირილას, როგორც სუფთა ისე მარგანეცით დაბინძურებული მონაკვეთები, ეკოლოგიურად დაბინძურებული მაღაროს ღია კარიერები, სოფელ რგანის და სოფელ ითხვისის ტერიტორიებზე.
ექსკურსიით და ზოგადად თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებით მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ და გამოთქვეს სურვილი დიდი ინტერესით მოისმენენ სკოლაში განხორციელებულ მსგავსი პროექტით ჩატარებულ გაკვეთილებს.






პროექტის „გარემოს დაცვა“ - განმხორციელებელი პედაგოგი მაგული ბიწაძე
                                                                                                06.12.2017



No comments:

Post a Comment

მიმართულება-„გარემოს დაცვა“ მიზანი : ეკოლოგიური განათლების ამაღლება, სკოლის მოსწავლეებში ეკოლოგიური პრობლემების განხილვა და გარემოს დაცვითი...