Wednesday, July 11, 2018

მიმართულება-„გარემოს დაცვა“
მიზანი : ეკოლოგიური განათლების ამაღლება, სკოლის მოსწავლეებში ეკოლოგიური პრობლემების განხილვა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება
შედეგები : ამაღლდება მოსწავლეთა ზოგადი განათლება, თვალსაწიერი და ინტელექტი ამაღლდება მოზარდების ანალიტიკური აღქმის უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის კულტურა. მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან ეკოლოგიურ პრობლემებს, დაეუფლებიან ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს. მოსწავლეები თავიანთ წვლილს შეიტანენ გარემოს დასუფთავებასა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში. მოზარდები პასუხიმგებლობით აღსავსე მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან.
გმადლობთ ყურადღებისთვის!


სსიპ ქალაქ ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის დირექტორს,
ბატონ თეიმურაზ ქურციკიძეს,ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელ სკოლების სარანტო დაფინანსების პროგრამა ,,თავისუფალი გაკვეთილები“
პროექტის–,,გარემოს დაცვა“ განმხორციელებელი მაგული ბიწაძის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
            მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ თავისუფალი გაკვეთილების პროექტზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა „გარემოს დაცვა“, რომლის განხორციელება დავიწყე 2017 წლის სექტემბრიდან.
            თავისუფალი გაკვეთილები დაგეგმილი მქონდა და ჩავატარე შემდეგი განრიგით:
   1.      22.09 თემა - შესავალი
   2.      23.09 რადიაცია და მისი გავლენა  ადამიანის ორგანიზმზე
   3.      29.09 კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის გამოსხივების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
   4.    30.09 შავი ზღვის ნაპირი. შავი ზღვის გოგირდ წყალბადი.
   5.      06.10 ნავთობი და ეკოლოგია
   6.      13.10 ვადაგასული ბატარეებისა და აკუმულატორების უტილიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული მეთოდები.
   7.      20.10 ეკოლოგიური სახლი
   8.      21.10 ეროზია. ეროზიის ბრძოლის ოპტიმალური მეთოდები
   9.      27.10 ტყის ხანძრები და ეკოლოგია
  10.  28.10 პლასმასის ბოთლი
  11.  03.11 ეკოსაწარმო
  12.  04.11 ნაგავსაყრელები
  13.  10.11 ტურიზმი და ეკოლოგია
  14.  11.11 მჟავე წყლები და მათი გავლენა ცოცხალ ორგანიზმზე
  15.  17.11 პესტიციდები
  16.  18.11 გენური ინჟინერია და საკვები
  17.  24.11 ბიოგაზი და ეკოლოგია
  18.  25.11 მსოფლიო ენერგეტიკა და აესი
  19.  01.12 კურსის შეჯამება
  20.  03.12 ექსკურსია ჭიათურის მაღაროს ღია კარიერზე
ჩატარებული გაკვეთილები მოსწავლეებისათვის საინტერესო და შინაარსიანი იყო. ისინი ინტერესით ეცნობოდნენ და მსჯელობდნენ ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს დაცვით ღონისძიებებზე. განიხილავდნენ უსაფრთხოების წესებს რადიაციული გამოსხივებისაგან დასაცავად. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით იმართებოდა დისკუსიები დებატები სადაც მოსწავლეები პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს და თანამშრომლობდნენ ამავე დროს ერთმანეთთან.
თავისუფალი გაკვეთილების მიმართ მოსწავლეთა დიდმა ინტერესმა საშუალება მომცა გავაკეთო დასკვნა იმისა, რომ აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას და მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყო ხელი. თავისუფალი გაკვეთილები არ ითვალისწინებს საშინაო დავალების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალება მისცა. ბოლო გაკვეთილი დაეთმო ექსკურსიას ქალაქ ჭიათურაში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს მდინარე ყვირილას, როგორც სუფთა ისე მარგანეცით დაბინძურებული მონაკვეთები, ეკოლოგიურად დაბინძურებული მაღაროს ღია კარიერები, სოფელ რგანის და სოფელ ითხვისის ტერიტორიებზე.
ექსკურსიით და ზოგადად თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებით მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ და გამოთქვეს სურვილი დიდი ინტერესით მოისმენენ სკოლაში განხორციელებულ მსგავსი პროექტით ჩატარებულ გაკვეთილებს.






პროექტის „გარემოს დაცვა“ - განმხორციელებელი პედაგოგი მაგული ბიწაძე
                                                                                                06.12.2017



Saturday, October 7, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

განვიხილეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის პროექტის შესრულების პროცედურები,მივეცით ერთმანეთს შენიშვნები,მოვიწონეთ კოლეგების პროექტები.დავსახეთ გზები თუ როგორ განვახორციელოთ პროექტები რეალურ ცხოვრებაში.
ტრენინგი იმდენად საინტერესო იყო რომ თითოეული მონაწილის სურვილი იყო კიდევ გაგრძელებულიყო იგი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ტრენინგების ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩატარებისათვის.

Sunday, October 1, 2017

მერვე დღის რეფლექსია

გადავხედეთ სასწავლო პროდუქტებისათვის საჭირო რესურსების პროგრამების უზრუნველყოფას,მოვნიშნეთ ის რაც პროექტის ფარგლებში გამოვიყენეთ.შევავსეთ  ბეჭდური მასალების გრაფა და ინტერნეტრესურსები.
გავხსენით მე-7მოდული ვნახეთ ფასილიტაცია,სასწავლო გეგმის ჩეკლისტი და შევინახეთ.
ჩვენი პროექტიდავდეთ ელ-ფოსტაზე,შემდეგ გავხსენით და დავდეთ ბლოგზე.

Saturday, September 30, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავეცანით ერთმანეთის დავალებებს ,მივეცით შენიშვნები და გავითვალისწინეთ.სახელმხღვანელოში გავეცანით მეექვსე მოდულს.ტრენერი გვესაუბრა პირველი,მეორე მესამე და მეოთხე აქტიობის შესახებ.სასწავლო გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა.შევქმენი მოსწავლეთა პრეზენტაციის შაბლონი.ტრენინგი საინტერესო იყო.

Sunday, September 24, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ     მოსწავლის ნამუშევრის შესაბამისი ნიმუშების     განხილვით .გავუზიარეთ  ერთმანეთს  ასრები ამ სლაიდებთან დაკავშირებით.
გავეცანით  შეფასების რუბრიკების ნიმუშებს ,დავათვალიერეთ   მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.სახელმძღვანელოში მოვიძიეთ    მულტიმედური პრეზენტაციის შეფასების ფორმა,ასევე მოსწავლის პროექტის შეფასების ფორმა და შევიტანეთ შვენს საქაღალდეში .ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.
.     

Saturday, September 23, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

               
დღევანდელი ტრენინგი მეტად შინაარსიანი და ბევრის მომცემი იყო.მოვისმინეთ პროექტის სასწავლო პროცედურების რამდენიმე ნიმუში,გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსი,მითითებები ლეგიტიმური გამოყენების პრინციპული შენარჩუნებისთვის,გამოვიყენ, ვნახეთ და გამოვიყენეთ     გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი.ინტერნეტში მოვიძიე რამდენიმე სურათი ჩემი პროექტისთვის და  შევინახე საქაღალდეში.

მიმართულება-„გარემოს დაცვა“ მიზანი : ეკოლოგიური განათლების ამაღლება, სკოლის მოსწავლეებში ეკოლოგიური პრობლემების განხილვა და გარემოს დაცვითი...